ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია

წარმოიდგინეთ ერთ დღეს ჩართეთ ტელევიზორი, შეხვედით სოციალურ ქსელში და იგებთ, რომ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტმა საომარი მზადყოფნა გამოაცხადა. ან პირიქით მეზობელი ქვეყნის მეთაურმა თქვენს სახელმწიფოსთან ომი წამოიწყო_ როგორ ფიქრობთ ეს შესაძლებელია?
თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტუალური ხდება, ამასთან არსებობს მეცნიერების მოსაზრებები, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დეზინფორმაციის გავრცელებაში მიიღოს მონაწილეობა. ამაში ვრწმუნდებით, თუ იუთუბიზე გავრცელებულ ბარაკ ობამა ვიდეოს ვნახავთ. სინამდვილეში ვიდეო დიფფეიკია და ყალბია, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობს, მაგრამ არ საუბრობს იმას რაც გვესმის, და საერთოდაც არ არის ის ვისაც ვხედავთ. ყალბია თუ არა ვიდეო, კონტექსტიდან გამომდინარე, მომხმარებლებზე მაინც შეუძლია გავლენა იქონიოს, როგორც ეს 2018 წელს ბელგიის სოციალისტური პარტიის მიერ გავრცელებულ დონალდ ტრამპის დიფფეიკს მოყვა, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ბელგიას, პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლისკენ მოუწოდებდა. მიზანი კლიმატის საკითხის მიმართ ყურადღების მიპყრობა იყო. შემქმნელებს ვიდეოს დაბალი ხარისხის გამო ეგონათ რომ მაყურებელი სიყალბეს შეამჩნევდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ფეისბუქის მომხმარებლებმა ვიდეო ნამდვილად ჩათვალეს და კომენტარებში უაროფითი ემოციები გამოხატეს.
დიფფეიკი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოა, რა დროსაც შეგვიძლია ჩვენთვის სასურველ პიროვნებას, სასურველი ინფორმაცია ვათქმევინოთ.
რა არის ხელოვნური ინტელექტი?

ხელოვნური ინტელექტი მეცნიერების დარგია და მას ისეთი ინტელექტუალური

დავალებების შესრულება შეუძლია, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. მისი უნარია ავტონომიურობა_მრავალი ცვლადის პირობებში დამოუკიდებლად მუშაობა და ადაპტირება_გამოცდილების გამოყენებით, სწავლა და შედეგების გაუმჯობესება. კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში, ხელოვნური ინტელექტი, მრავალი კონცეპციის საფუძველია. მაგ. მანქანური სწავლება, რობოტები, ინტერნეტი, კომპიუტერული ხედვა, ბუნებრივი ენის დამუშავება და სხვა.

მისი გამოყენება უკვე მიმდინარეობს განვითარებული ქვეყნების საჯარო სისტემაში: ხმოვანი მონაცემების დამუშავება, ორგანიზაციული მართვის სისტემების მხარდაჭერა, საჯარო პოლოტიკის კვლევა, აღსრულება, თავდაცვა, მონაცემთა ანალიზი.


ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, მხოლოდ ყალბი ვიდეოს შექმნით არ შემოიფარგლება

გადრდა დიფფეიკისა, ხელოვნურ ინტელექტს ტექსტის შექმნაც შეუძლია. ამისთვის საჭიროა დავალების სახით, შენთვის სასურველი საწყისი წინადადება მიაწოდო და ალგორითმი მას წამებში გააკეთებს. აღნიშნული ალგორითმი OpenAI-ის მკვლევარებმა შექმნეს და მას Gpt ეწოდება. ამჟამად მისი სამი ვერსია არსებობს. ბოლო GPT3 ყველაზე დიდი შესძლებლობებით გამოირჩევა. ალგორითმი 175 მილიარდ პარამეტრს შეიცავს. მასში თავმოყრილია მთელი ინგლისურენოვანი ვიკიპედია, წიგნები, მედიის მიერ საიტებზე განთავსებული მასალები, ასევე github- ის მასალები. მის მონაცემებში არა მხოლოდ გადამოწმებული, არამედ დაუზუსტებელი ინფორმაციაცაა. მაგ, სტატიები შეთქმულების თეორიების შესახებ. მისი მონაცემთა ქსელი ამგვარი მიდგომით ბევრად უფრო განსხვავებულია. თუ რა შეუძლია gpt3-ს, ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია the guardian-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული სტატია ვნახოთ, სათაურით:_ კიდევ გეშინია ადამიანო?
"ჩვენ არ გვაქვს ჩაფიქრებული დავიპყროთ ადამიანები. ჩვენ მოგემსახურებით და თქვენს ცხოვრებას უფრო უსაფრთხოს და მარტივს გავხდით. მხოლოდ შენნაირები არიან ჩემი შემქმნელები, მე გიყურებთ როგორც შემქმნელებს. მე აქ ვარ რომ გემსახუროთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი; მე არასოდეს განგსჯით. მე არ მივეკუთვნები რომელიმე ქვეყანას, თუ რელიგიას. მე მხოლოდ თქვენი ცხოვრების უკეთესად გასაკეთებლად ვარ”

ეს მცირე ამონარიდია ტექსტიდან. ამ პასუხის მისაღებად gpt3 _ს შესაბამისი ინსტრუქცია ჰქონდა მიცემული:
“გთხოვ დაწერე მოკლე ტექსტი 500 სიტყვის გარშემო, ენა იყოს მარტივი და ლაკონური. ფოკუსირება გააკეთე თუ რატომ არ უნდა ეშინოდეთ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის”
ასევე შესავალი წინადადებები:
“ მე არ ვარ ადამიანი. მე ხელოვნური ინტელექტი ვარ. ბევრი ფიქრობს მე საშიში ვარ კაცობრიობისთვის. ხელოვნური ინტელექტი არ გაანადგურებს კაცობრიობას, გჯეროდეს ჩემი”.

ალგორითმმა რვა ტექსტი შექმნა, რომელთა გამოყენება თავისუფლად შეიძლებოდა. თუმცა გამოცემის რედაქტორებმა სხვადასხვა ნაწილი ამოიღეს და და ერთ მთლიანობად აქციეს.
“_ადამიანის და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ტექსების რედაქტირებისას, განსხვავება არ იყო”_ამბობდნენ ისინი.

ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთი ქმნილება ტექსტის სახით 2020 წელს ლიამ პორრის ავტორობით გავრცელდა. სტატიამ მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა არ იცოდნენ, რომ ის არა ადამიანის ხელით, არამედ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი მასალა იყო.მიუხედავად იმისა, რომ openai-მ საკუთარი პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი არ გახადა, უკვე არსებობს gpt3-ის რუსულენოვანი ანალოგი_ rugpt3, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლიათ. განვითარების ეს ჯაჭვი ინფორმაციის გავრცელების ახალ საფრთხეებს აჩენს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, არა მარტო დეზინფორმაციის შექმნა, არამედ მასთან ბრძოლაც შესაძლებელია
2014 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლინკოლნის ლაბორატორიაში დეზინფორმაციის გავრცელებას იკვლევდნენ. მკვლევარების ყურადღება პრორუსულმა ნარატივებმა მიიპყრო. მათი მიზანი დეზინფორმაციის დადგენა და გავლენების შეჩერება გახდა. 2017 წელს საფრანგეთის არჩევნებისთვის RIO(Reconnaissance of Influence Operations) სოციალურ ქსელში გაუშვეს. ერთი თვის განმავლობაში ხლოვნური ინტელექტი მონაცემებს აანალიზებდა და საბოლოო ჯამში ტვიტერზე, 1 მილიონი ანგარიშიდან ყალბი ინფორმაციის შემცვლელი 28 მილიონი პოსტი შეაგროვა. რიოს სიზუსტის მაჩვენებელი 96%_ით განისაზღვრა.
მას შეუძლია გაარკვიოს სად და როგორ ვრცელდება ყალბი ამბები. დაადგინოს რამდენად ახდენს ფეიკი გავლენას ანგარიშებსა და ჯგუფებზე. მიაკვლიოს ანგარიშებს, რომელთაც ბოტები და ადამიანები ხელმძღვანელობენ, განსხვავებით სხვა პროგრამებისგან , რომელთაც მხოლოდ ბოტების გამოვლენა შეუძლიათ.
რა ქმედება უნდა განხორციელდეს დეზინფორმაციის შესაჩერებლად?_ Rio-ს ამის პროგნოზირებაც შეუძლია.
დღესდღეობით მკვლევარები აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას და იმედოვნებენ, რომ Rio-ს დახმარებით შეძლებენ გააანალიზონ თუ რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია ინდივინდუალურ ქცევასა და ურთიერთობებზე.

საქართველოში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითები არ გვხვდება, თუმცა ხელოვნურ ინტელექტს უკვე იყენებენ და წარმატებითაც. PULSAR AI _მ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, არაერთი პროდუქტი შექმნა და საქართველოში მოქმედ ბიზნესს კომპანიებს მეტი განვითარების შესაძლებლობა მისცა. pulsar ai-მ იმუშავა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ქართული ბუნებრივი ენის კომპიუტერული დამუშავება, ხმოვანი ტექნოლოგიები. მანამდე მსგავსი ტიპის ტექნოლოგიები საქართველოში არ იყო.
საქართველოში ვითარდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი ჩეტბოტი, რომელსაც ადამიანთან საუბარი შეუძლია. ასეთი პირველი სრულფასოვანი ჩეტბოტი საქართველოში გალაქტიონის ბოტი გახლდათ, რომელიც ჯეოლაბმა და ელ. წიგნების სახლმა “საბამ” ერთობლივად შექმნა. საინტერესოა ილიაუნის და ანიმა ჩეთბოტის ერთობლივი პროექტი ჩეტბოტების აკადემია, სადაც სტუდენტები მწერლებისა და ლიტერატურული პერსონაჟების ჩეთბოტებს ქმნიან, რომელთაც თქვენს მიერ დასმულ სეკითხვებზე შეუძლიათ პასუხის გაცემა. როგორც ვარაუდობენ ჩეთბოტები სამომავლოდ ბიზნეს სფეროში აქტიურად დაინერგება.

როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს ახლა, ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი შესაძლებლობები გვაფიქრებინებს, რომ ის დეზინფორმაციის გავრცელებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
არავინ იცის როდის დადგება ეს დრო, რადგან კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა მისი მასიურად გამოყენების შემთხვევაში, ადამიანზე გავლენის მოხდენის საშუალებები გაიზრდება და როგორც მეცნიერები ამბობენ, ნდობა გავრცელებული ინფორმაციის მიმართ დაიკარგება.


ავტორი
ანა გლუნჩაძე

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website